გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი- გულნაზი რინკიაშვილი
პირადი ნომერი: 20001008175
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური-V კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე
გაკვეთილის თემა:
რა არის ინფორმაცია და როგორია მისი გავრცელების საშუალებები
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა :
ეს გაკვეთილი
აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები
● გაეცნობიან ინფორმაციის არსს, მის
დანიშნულებას და გავრცელების საშუალებებს;
● დაეუფლებიან
კვლევის ციფრულ საშუალებებს კერძოდ,
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებას, შენახვას, დამუშავებას,
ანალიზს და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბებას.
● შეძლებენ
სწორად და ეფექტურად გამოიყენონ საძიებო სისტემა google-ის შესაძლებლობები საჭირო ინფორმაციის მოძიებისას და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად
მიღების უნარ-ჩვევები.
● შეაფასებენ
და იმსჯელებენ ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან,
● აიმაღლებენ
ცოდნას, გაეზრდებათ მოტივაცია.
● შეეჩვევიან ინდივიდუალურ მუშაობას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას.
გაკვეთილის მიზანი:
ისტ. V.4. შეძლებს
ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის
და ორგანიზების დროს
● მოსწავლე დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი
და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)
● მონაცემთა და
ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას და ადგილს.
● მუშაობის პროცესში
რეგულარულად შეინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი
ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: „Save“, „Save As“, “Export”
...)
ისტ.
V.5. მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას
ინფორმაციის მოძიების და კვლევის პროცესში.
● ინფორმაციისა
და ციფრული მასალის ძიებისას გამოიყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს
(მაგალითად: შეძლებს საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების
ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის
ინტერფეისს);
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა. ტექსტურ რედაქტორში Word
- ში ინფორმაციის შეტანა, კოპირება, ჩასმა და შენახვა.
შეფასების
საგანი და პროცედურები:
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება
შემდეგი კომპონენტებით:
1. მოძიებული მასალის გადმოწერა
და შენახვა სასურველ ადგილზე.
2.ფაილის გაზიარება მასწავლებლის კომპიუტერთან „Share“-ის საქაღალდის
გამოყენებით.
რუბრიკის კომპონენტებია:
როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი.
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, A8 ფორმატის
ქაღალდი, ფერადი წებოვანი ქაღალდები
სასწავლო
მასალა : ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია
იხილით ლინკი:
გაკვეთილის მსვლელობა:
საორგანიზაციო საკითხები
დრო-4 წუთი
მისალმება, კლასის
ორგანიზება, გაკვეთილის თემის გაცნობა
A ფაზა-
(გამოწვევა)
აქტივობა #1 - “მოლოდინების ხე“
დრო-7 წთ.
გაკვეთილი იწყება ე.წ. ,,მოლოდინების ხით“. მოსწავლეებს ვთხოვ
კომპიუტერის დანიშნულებაზე და მისი გამოყენების სფეროებზე თავიანთი აზრი ჩამოწერონ
წებოვან ქაღალდზე, რომელსაც მიაკრავენ ,,მოლოდინების
ხეს“, ეს უკანასკნელი წინასწარ მომზადებულია მასწავლებლის მიერ A8 ფორმატის
ქაღალდზე. მოსწავლეების ჩანაწერის გარჩევა
მასწავლებლის კომენტარით .
აქტივობა#2 -პრეზენტაციის
ჩვენება
იხილით ლინკი:
დრო- 6 წუთი.
მოსწავლეებს ვუჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას სხვადასხვა
ეპოქაში ინფორმაციის გადაცემის ხერხებსა
და საშუალებებზე. სლაიდის მიმდინარეობისას, პარალელურად ვსვამ კითხვებს:
Ø თქვენი აზრით ინფორმაციის
რა ხერხს გამოიყენებდნენ ამ დროს? მოსწავლეების პასუხების შემდეგ უკვე ვაწვდი
ინფორმაციას ამ კონკრეტული ეპოქისათვის ინფორმაციის გადაცემის დამახასიათებელ
ნიშან-თვისებებზე.
B
ფაზა- (შინაარსის
რეალიზება)
გაკვეთილის ფაზა
B- ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა#3 - მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით ვაცნობ ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემას
Google -ეს და დემონსტრირებას
ვუკეთებ ინფორმაციის მოძიების ხერხებს. (მაგალითად, ინფორმაციას მოვიძიებს თელავის შესახებ).
დრო-5 წთ.
გაკვეთილის ფაზა C - რეფლექსია
აქტივობა #4 - მოსწავლემ
ინტერნეტის, Google -ის საშუალებით უნდა მოიძიოს ინფორმაცია თავისი შესაბამისი სურათით( მათ ინდივიდუალურად
დაურიგდებათ თუ რის შესახებ უნდა მოიძიონ
ინფორმაცია), რომელსაც შეინახავენ სამუშაო მაგიდაზე და
ფაილის გაზიარებას მოახდენენ მასწავლებლის კომპიუტერთან „Share“-ის
საქაღალდის გამოყენებით
დრო-10 წთ.
გაკვეთილის ბოლოს
ეთმობა პრეზენტაციას, მოსწავლეები
წარმოადგენენ თავიაანთ ნამუშევრებს და ხდება მათი შეფასება.
დრო-10 წთ.
შევაფასებ საუკეთესოებს, გამოვავლენ საუკეთესოს, მივცემ რჩევებს
და კომენტარებს ყველა მოსწავლეს.
შეფასება დრო-
3 წთ.
დანართი #1
კრიტერუმები
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
რამდენად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში
|
საერთოდ
არ ერთვება
|
ზოგჯერ ერთვება
|
ხშირად ერთვება,
მაგრამ არაადეკვატურად ასრულებს სამუშაოს
|
ხშირად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ცდილობს ზუსტად შეასრულოს
|
ხშირად ერთვება
საგაკვეთილო პროცესში და ზუსტად ასრულებს
სამუშაოს
|
მოსმენა და ანალიზი
|
უსმენს და
ვერ ხვდება
|
უსმენს ,მაგრამ ვერ აანალიზს
|
უსმენს, ზოგჯერ აანალიზებს
|
უსმენს შეუძლია ანალიზის გაკეთება
|
კარგად აკეთებს
ანალიზს
|
რამდენად აკეთებს სინთეზს და
იყენებს პრაქტიკულად
|
საერთოდ ვერ აკეთებს სინთეზს და
ვერ იყენებს პრაქტიკულად
|
ნაწილობრივ აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად
|
ზოგჯერ აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად
|
აკეთებს სინთეზს და
იყენებს პრაქტიკულად
|
სრულყოფილად აკეთებს სინთეზს და იყენებს პრატიკულად
|
კითხვა პასუხი
|
ვერ პასუხობს
|
ნაწილობრივ პასუხობს
|
ზოგჯერ პასუხობს
|
შეუძლია პასუხის გაცემა
|
სწორად და ზუსტად პასუხობს კითხვებს
|
დანართი #2
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ფასდება აქტივობები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად
|
წარმოადგენს თემას გასაგებად,
მაგრამ არაარგუმენტირებულად
|
წარმოადგენს თემას გასაგებად,
ამყარებსარგუმენტებით
|
ინფორმაციის ფლობის უნარი
|
ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ
შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
|
ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ
არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
|
ფლობს საჭირო ინფორმაციას,
ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არ იყენებს თვალსაჩინოებას
|
იყენებს თვალსაჩინოებას,
თუმცა თემას ნაწილობრივ პასუხობს
|
იყენებს თემატიკის შესაბამის
თვალსაჩინოებას
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
იცავს ნაწილობრივ დროის
ლიმიტს
|
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს
|
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების რეფლექსია
თემა: „ინფორმაციის არსი და მისი გავრცელების საშუალებები“
მისაღწევი შედეგები ესგ-ის მიხედვით
ციფრული წიგნიერება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითიდა ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
სემიოტიკური კომპეტენცია – ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციისგააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემისუნარის განვითარება; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს
● მოსწავლე დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციისსხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზედასკვნების ჩამოყალიბება)
● მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებსმოწყობილობას და ადგილს.
#1 აქტივობა – გაკვეთილის მიზნების გაცნობა
შედეგი – გაიაზრებენ რა აქვთ გასაკეთებელი და განეწყობიან ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში
#2 აქტივობა (კითხვა -პასუხი)
სავარაუდო კითხვები:
ü რა არის კომპიუტერი?
ü რა არის მისი დანიშნულება?
ü რისთვის იყენებთ თქვენ?
შედეგი – გაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.
აქტივობა #3 (არეული თანმიმდევრობა)
მასწავლებელი – ამოიცანით ინფორმაციის გადაცემის საშუალებები და დაადგინეთ რა დროს და რა მანძილზე შეიძლებოდა გამოეყენებინათ ეს ხერხი?
ა) ინფორმაციის გადაცემა ცეცხლის, საყვირისა და ხმაურის გამომწვევი ნივთების საშუალებით?
ბ) ინფორმაციის გადაცემა ტელეფონის საშუალებით
გ) ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის საშუალებით
დ) ინფორმაციის გადაცემა საფოსტო გზავნილის სახით
ე) ინფორმაციის გადაცემა რადიო-ტელევიზიის სახით
შედეგი- გაიაზრებენ ნასწავლს, განიმტკიცებენ ცოდნას.
აქტივობა #4 – მასწავლებელი – პრეზენტაციის ჩვენება
შედეგი- გაიაზრებენ ინფორმაციის არს, მისი გადაცემისა და გავრცელების მნიშვნელობას.
აქტივობა #5 ( მოდელის შექმნა)
მასწავლებელი – წყვილებმა გამოიყენეთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, საპრეზენტაციო მასალა, პოსტერებიინფორმაციის გავრცელების შესახებ, თაბახის ფურცლებზე ჩამოწერეთ რა საშუალებებს გამოიყენებდნენ ამ დროს (რომელიც შეგხვდათ კენჭისყრის დროს) მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. წარმოადგინეთ პრეზენტაცია და შეაფასეთ ერთმანეთი;
შედეგი- შემოქმედებითად მიუდგებიან დავალებას და შექმნიან მოდელებს,
მასწავლებელი – მოიძიეთ ინფორმაციის გავრცელების შესახებ ინფორმაცია. აღმოაჩინე მსგავსება დაგანსხვავება , შეადგინე ვენის დიაგრამა.
შედეგი – გამოიყენებენ ისტ-ს მოიძიებენ აღნიშნულ თემაზე ინფორმაციებს, დააკვირდებიან, აღწერენ,შეადარებენ, გააკეთებენ ანალიზს.
რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავი ეროვნულსასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანისაგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ,შესავალი, თავი II, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულსტანდარტშიც . ვფიქრობ, კარგი საინტერესო რესურსი დადებით ემოციურ განწყობას უქმნის მოსწავლეს,განაწყობს პოზიტიურად და სწავლის მოტივაციას ამაღლებს.
რესურსის გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს.
მისი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ,ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსის ჩართვა ძალზე შედეგიანი აღმოჩნდა. მისი გამოყენებით ადვილია შედეგზე გასვლა.
ჩემი გადაწყვეტილება ამ მასალის შექმნისას სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა.
ადამიანები კომუნიკაციისათვის ყოველთვის იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორებიცააზეპირი გადაცემა, წერილობითი სახის ინფორმაციის მიმოცვლა, ფოსტა, სატელეფონი კავშირი, ტელეგრაფიდა ა.შ. ინტერნეტის შექმნამ საგრძნობლად გაამარტივა კომუნიკაცია. ამ თაობამ მშვენივრად იცის ინტერნეტის სიკეთეების შესახებ, თუმცა ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები კიბერ საფრთხეების შესახებ. რაც მეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენების სიღრმე, მით მეტია კიბერ საფრთხეების წინასწარ გათვალისწინების აუცილებლობა . სახელმძღვანელოში ამ თემაზე ვრცელი ინფორმაცია არ არის. სწორედ, ამ თემის გასააზრებლად და შედეგის უკეთ მისაღწევად გადავწყვიტე ინფორმაციის გავრცელების საშუალებებზე უფრო მეტი საინტერესო მასალა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. http://www.ict.tpdc.ge/video/121?ch=984
სასწავლო პროცესში ჩემ მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხების მიმართ. სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ტექსტი და ილუსტრაციები შერწყმულია მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებისათვის. ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის უკეთ გაგებაში.
ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა, რადგან მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ რესურსებში წარმოდგენილი ინფორმაციით რომ ამავე თემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდათ. ამ რესურსებისგამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. მისი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, სახელმძღვანელოსნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსების ჩართვა ძალზეშედეგიანია. სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვის, ისე მასწავლებლისთვის, ამ დროს მოსწავლეებიხდება უფრო ინფორმირებული,უფრო მობილური, მოტივირებულიადა აქ შედეგიც აუცილებლად იქნება მხოლოდ მოსწავლის ინტერესებსა დასაჭიროებებზე მორგებული.
No comments:
Post a Comment