სამუშაო შეხვედრის შესახებ დოკუმენტაცია


        კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
     მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი გულნაზ რინკიაშვილი

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:
05.02.2018
08.05.2018
12.05.2018

შეხვედრის / შეხვედრების თემა:
„სამოდელო გაკვეთილის  დაგეგმვა“

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი:
სამუშაო შეხვედრის მიზანი ემსახურება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უნარების გაუმჯობესებას, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის ეფექტური გეგმის შედგენას და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობას და სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესებას.


გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო უფროსი მასწავლებლის
ჯულიეტა რაზმაძის   ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა თემაზე:
„ ეფექტური გაკვეთილის გეგმა“,
მ            რომლის მიზანიც იყო გვესწავლა სრულყოფილი გაკვეთილის გეგმის დაწერა.
განსახილველი საკითხებია:
1.როგორ დავწეროთ სამოდელო  გაკვეთილის ეფექტური გეგმა;
2.გაკვეთილის გეგმის შედგენა (პრაქტიკული მეცადინეობა):
3.გაკვეთილის გეგმების ერთობლივი განხილვა-შეფასება.

სამუშაო შეხვედრა თემატიკიდან და მიზნიდან გამომდინარე ჩემთვის აქტუალური იყო,
რადგან ვგეგმავდი ორი სტანდარტული გაკვეთილის ჩატარებას, რომელზეც შეფასების ჯგუფი
უნდა დამსწრებოდა.
სამუშაო შეხვედრებზე  ამომწურავად განვიხილეთ ყველა საკითხი. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს
ეფექტური  გაკვეთილის გეგმა . დეტალურად გავარჩიეთ გეგმის შემადგენელი კომპონენტები, მეთოდები,
დიფერენცირებული სწავლების  სტრატეგიები  და ორგანიზების ფორმები . გეგმის შედგენისას რომ
აუცილებელია ე.ს.გ სტანდარტის გათვალისწინება და მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.

მეორე შეხვედრაზე შეძენილი ცოდნის გამოყენებით შევადგინე გაკვეთილის გეგმა , რომელიც მომდევნო
შეხვედრაზე ერთობლივად გავარჩიეთ.
შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას და უნარებს აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში. გაკვეთილის გეგმაში
ჩავრთავ მრავალფეროვან, დიფერენცირებულ  და სახალისო სწავლების სტრატეგიებს,  რომელებიც
დამეხმარება გაკვეთილის მიზნით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლაში.


როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

ასეთი  სახის  შეხვედრები  საუკეთესო  საშუალებაა  მასწავლებლის  პროფესიული  ზრდისთვის  და  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად. კოლეგებთან  ურთიერთობა  და  გამოცდილების  გაზიარება  გააუმჯობესებს  ჩემს  პროფესიულ  უნარებს,  აგრეთვე       მიღებული ცოდნა დამეხმარება  გაკვეთილების უკეთ წარმართვაში. აღნიშნულ  შეხვედრაში  მონაწილეობა  და  მიღებული  ცოდნა  დამეხმარება,  რომ  გაკვეთილი  დავგეგმო  მოსწავლეების  საჭირობებიდან  გამომდინარე,  ხელი  შევუწყო  მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლებას  და  დაგეგმილი  აქტივობები კი  ორიენტირებული  იყოს  პრაქტიკული  უნარების  განვითარებაზე.  სასწავლო  გარემო  იყოს  უსაფრთხო  და  ეფექტური.






როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?


შევეცდები შეძენილი ცოდნა არ დარჩეს მხოლოდ თეორიულად და პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოვიყენო. გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და აქტივობებს დავგეგმავ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.  ხელს შევუწყობ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, რაც თავისთავად გულისხმობს სწავლის დონის გაუმჯობესებას.





შენიშვნა: გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: გულნაზი რინკიაშვილი, პ/ნ 20001008175
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5
მოსწავლეთა რაოდენობა: 13
გაკვეთილის თემა: ფაილდა  საქაღალდე; მასთან დაკავშირებული მოქმედებები.

გაკვეთილის მიზანი:

 მოსწავლე შეძლებს

·         გააცნობიეროს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია
(ფაილისაქაღალდექვესაქაღალდე);
·         დააჯგუფ ფაილებ საქაღალდეებშიხოლო საქაღალდეებქვესაქაღალ­დეებად;
·         გააზრებულად დაარქვას  სახელწოდებებსაქაღალდეებს და ქვესაქაღალდეებს;
·         ლოგიკურად დაალაგ ფაილებ და საქაღალდეებმონაცემთა ეფექტიანად
შენახვისმოძებნის და წაკითხვის მიზნით;
·         განასხვავ ფაილების ტიპებ (ტექსტურიგრაფიკულიაუდიო).

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

1


მასწავლებელი  საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების კრიტერიუმები,
3წთ
მოსწავლეები გაეცნობიან
გაკვეთილის თემას, მიზანს შეფასების კრიტერიუმებს
2



პროვოცირების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას:
ü  როგორ ალაგებთ ჩანთას?
ü   ერთად აწყობთ ნივთებს თუ ცალ-ცაკლე? 

ვერბალური ახსნა;

კითხვა-პასუხი. ვარაუდის გამოთქმა
მთელ კლასთან
სასწავლო ნივთები(ჩანთა, წიგნი, კალამი, პენალი)
თვალსაჩინოება
5 წთ.

მოსწავლეები გაიგებენ განსხვავებას ფაილისა და საქაღალდის მნიშვნელობას, მათ შორის განსხვავებას.

3



ინფორმაციის წარმოდგენა PowerPoint-ის  საშუალებით.
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით აჩვენებს საპრეზენტაციო პროგრამა- PowerPoint-ში   აწყობილ რესურს და კიდევ ერთხელ აცნობს მოსწავლეებს:
ü  ფაილის და საქაღალდის ცნებას;
ü  განსხვავებას ფაილსა და საქაღალდეს შორის;
ü  ფაილის ტიპებს;
ü  საქაღალდის შექმნის ხერხებს. 

დემონსტრაცია თვალსაჩინოების გამოყენებით.

მინი-ლექცია
მთელ კლასთან
კომპიუტერი,
პროექტორი
საპრეზენტაციო პროგრამა- PowerPoint-ში   აწყობილ რესურსი
5 წთ.
მოსწავლეებს მოახდენენ ყურადღების მობილიზებას,   თვალსაჩინოების დახმარებით გაიაზრებენ ფაილის, საქაღალდის და ქვესაქაღალდის დანიშნულებას.
4



მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება  კომპიუტერის საშუალებით
პროექტორით  მასწავლებელი აძლევს შესასრულებელი დავალების ინსტრუქციას, აგრეთვე ამობეჭდილ ინსტრუქციებს ურიგებს თითოეულს ინდივიდუალურად.
აქტივობა-5.1
კომპიუტერში წინასწარ მოსწავლების მიერ ჩაწერილია სხვადასხვა ტიპის ფაილები (ტექსტურიგრაფიკული, აუდიო) მოსწავლეებმა უნდა
შექმნან საქაღალდეები ფაილის ტიპების შესაბამისად, დაარქვან
 სახელები და გადაიტანონ  აღნიშნული ფაილები შესაბამის
საქაღალდეებში.
აქტივობა 5.2 
მოსწავლეებმა უნდა შექმნან ერთი
ძირითადისაქაღალდე დაარქვან მას თავისი’’სახელი და გვარი“ და დავალება 
5.1-ში შექმნილი საქაღალდეები
მოათავსონ ახლად შექმნილ საქაღალდეში- ’’სახელი და გვარი’’
აქტივობა 5.3. 
მოსწავლეებმა შექმნილი საქაღალდეები უნდა გაუზიარონ პედაგოგს „shear” საქაღალდის საშუალებით.
პრაქტიკული დავალება






























ინდივიდუალური
 კომპიუტერი,
ინსტრუქციის ფურცლები,
10 წთ
შექმნიან საქაღალდეებს, დააჯგუფებენ ფაილებს საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეებს ქვესაქაღალდეებად.
5
აქტივობა 5.4.
მასწავლებელი გაზიარებულ  მასალას აჩვენებს პროექტორით და აფასებს მათ განმავითარებელი შეფასებით

განმავითარებელი
ინდივიდუალური

5 წთ

6
ახსნილი მასალის გაგება-გააზრება
მასწავლებელი  ჯგუფების ლიდერებს   აძლევს საშუალებას წინასწარ დაბეჭდილი სამი ტიპის ფაილიდან აირჩიონ ერთ-ერთი (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო). ვისაც რა ტიპის ფურცელი შეხვდება იმის მიხედვით   ჯგუფებმა მაგიდაზე დალაგებული  
სხვადახვა ტიპის დაბეჭდილფურცლებიდან (6 ფურცელზე წერია ტექსტი, 6 ფურცელზე ხატია სურათი, 6 ფურცელზე წერია მუსიკალური ნოტები) უნდა განასხვავონ და ამოარჩიონ ის  ფაილები რომელი ფაილის ტიპებიც  შეხვდათ, მოათავსონ სამი ყუთიდან ერთ-ერთში, რომელსაც დაარქმევენ შესაბამის სახელს (ტექსტურს, გრაფიკულს ან აუდიოს)

თანამშრომლობითი
ჯგუფური
3 ცალი ყუთი,
ამობეჭდილი ფურცლები, სტეპლერი

10 წთ.

განასხვავებენ ფაილების ტიპებს, გააზრებულად დაარქმევენ საქაღალდეებს სახელებს.
7
გაკვეთილის შეჯამება/საშინაო დავალება.
მასწავლებელი აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით
კითხვა-პასუხი
განმსაზღვრებილი შეფასება
მთელ კლასთან
სიტყვიერი
5 წთ.
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
8
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:
სასწავლი - ფაილი და საქაღალდე გვერდი  59-62
დასაწერი -გვ 67 -1, 2  კითხვა
(სახელმძღვანელო მე-5 კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტორი ნინო ჯამასპიშვილი)

ვერბალური
ახსნა
მთელ კლასთან
თვითშეფასების ფურცლები
3წთ.
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას, ინიშნავენ საშინაო დავალებას.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს. /ის.ტექნ. V.4 /

კერძოდ, მოსწავლე შეძლებს:

·         გააცნობიეროს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია
(ფაილისაქაღალდექვესაქაღალდე);
·         დააჯგუფ ფაილებ საქაღალდეებშიხოლო საქაღალდეებქვესაქაღალდეებად ;
·         გააზრებულად დაარქვას  სახელწოდებებსაქაღალდეებს და ქვესაქაღალდეებს;
·         ლოგიკურად დაალაგ ფაილებ და საქაღალდეებმონაცემთა ეფექტიანად
შენახვისმოძებნის და წაკითხვის მიზნით;
·         განასხვავ ფაილების ტიპებს (ტექსტურიგრაფიკულიაუდიო)

შეფასება:

მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები თან ერთვის გეგმას.   






(საუკეთესო)
 (კარგი)
 (საშუალო)
 ( დაბალი)
ქმნის საქაღალდეს და გააზრებულად არქმევს სახელს, ანსხვავებს საქაღალდეს და ფაილებს ერთამანეთისგან და კარგად ერკვევა თითოეული მათგანის შინარსა და სტრუქტურაში, საქაღალდეში გადააქვს ფაილი და კარგად ერკვევა ფაილის სისტემის იერარქიაში, იცის ფაილის საზომი ერთეულები, ახდენს სხვადასხვა ზომის ფაილების განსხვავებას
ქმნის საქაღალდეს და არქმევს სახელს; ანსხვავებს საქაღალდეებს და ფაილებს ერთამანეთისგან; საქაღალდეში გადააქვს ფაილი, ანსხვავებს ფაილების ტიპებს, იცის ფაილის საზომი ერთეულები;

ქმნის საქაღალდეს, უჭირს სახელის დარქმევა, ნაწილობრივ ანსხვავებს საქაღალდეს და ფაილებს ერთმანეთისგან,გადააქვს ფაილი საქაღალდეში, ნაწილობრივ ანსხვავებს ფაილის ტიპებს; ნაწილობრივ ერკვევა ფაილის საზომ ერთეულში;

 ვერ ქმნის საქაღალდეს, ვერ ანსხვავებს საქაღალდეს და ფაილებს ერთამანეთისგან, არ იცის ფაილის გადატანა, ვერ ანსხვავებს ფაილის ტიპებს, ვერ ანსხვავებს სხვადასხვა ზომის ფაილებს;

     დანართი 1
     პრაქტიკული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
     დანართი 2
ჯგუფის შეფასების რუბრიკა                                                                          
კრიტერიუმი
ძალიან კარგი
9-10
კარგი
8-7
საშუალო
7-6
დაბალი
5-6
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა.

ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყოჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყომაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა

სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა 
სამუშაო არ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების საუკეთესო უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავდნენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავდნენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად იყო პოზიტიური ურთიერთობები
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა.
ჯგუფის  წევრები არ აქტიურობდნენ ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო

No comments:

Post a Comment